Lobby
ჩვეულებრივ ღირსშესანიშნაობა არის ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებული ადგილები. სასტუმრო მუზეუმი კი ახალი ღისშესანიშნაობაა მომხიბვლელ თბილისში. ბრენდი თავისთავში არის თანამედროვე თბილისის სიმბოლო თავისი ისტორიით და სიძველით წარმოჩენილი. მისი კონცეპტულუალური სტილი კი ქმნის მშვიდ და კომფორტულ ატმოსფეროს. როგორც ყველა მუზეუმი ეს არის საუკეთესო ადგილი ლოკალური კულტურის, ისტორიის და ცნობილ ქართულ სტუმართ მასპინძლობის გასაცნობად.
ორბელიანების სასახლე, სადაც სასტუმრო მუზეუმია განთავსებული ისტორიული ნაგებობაა, სადაც საუკუნეების წინ დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა, სახელგანთქმული თავადი ორბელიანი იმ პერიოდის თბილისის ელიტას ხშირად მასპინძლობდა თავის სასახლეში. სადაც მუდამ იმართებოდა დიდი დარბაზობები და სალონური საღამოები.
სასტუმრო მუზეუმის არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ისეთივე უნიკალურია, როგორც მისი კონცეფცია. მას გამოარჩევს მყუდრო ატმოსფერო, ინდივიდუალური, რაფინირებული, ელეგანტური სტილი, რაც მე-19 საუკუნის ისტორიისა და თანამედროვე ხედვების ორგანული შერწყმით მიიღწევა.
სასტუმრო მუზეუმი თბილისის შუაგულშია განთავსებული, მხოლოდ 100 მეტრის დაშორებით მდებარეობს ცნობილი ძველმანების ბაზრობა “მშრალი ხიდი” , ფეხით სავალი გზა აშორებს რუსთაველის გამზირს, ნარიყალას და უძველეს გოგირდის აბანოებს. სასტუმროს პირველ სართულზეა განთავსებული სახელგანთქმული ღვინის რესტორანი „სირაჯხანა“, რომელიც წელს „გოემიოს“ რჩეული რესტორანი გახდა, ასევე შენობის მეექვსე სართულზე საუცხოო ხედებით წარმოდგენილია ლაუნჯბარი, ხოლო პირველ სართულზე „კაფე მუზეუმი“ ფრანგულ სტილში გადაწყვეტილი გამწვანებული ტერასით, უგემრიელესი დესერტებით და ევროპული მენიუთი.
სასტუმრო 46 ნომერს, 2 კვების ობიექტს და საკონფერენციო ოთახს აერთიანებს.
თითოეული ოთახი დაპროექტებული და მოწყობილია სახასიათო გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული სტილისტიკითა და დიზაინით, ყველა ოთახი აღჭურვილია ტელევიზორით, მინიბარით და ჰიგიენური ნივთების ნაკრებით.
სასტუმრო მუზეუმის მიმღები ოპერირებს 24 საათი. უფასო WIFI და უფასო პარკინგი ხელმისაწვდომია მუზეუმის სტუმრებისთვის.
28 - 30 მარტს სასტუმრო მუზეუმი ესწრება უკრაინის საერთაშორისო გამოფენას Uitt 2018 tourism exhibition.
21 მარტს , კაფე მუზეუმმა უმასპინძლა ღონისძიებას Good France/ Goût de France, რომელიც ყოველწლიურად იმართება ფრანგული გასტრონომიის დღეების აღსანიშნავად. კაფე მუზეუმმა წარმოადგინა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კერძები ფრანგულ ღვინოებთან ერთად.
მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin, სრულიად ქართული, ბუტიკური ტიპის სასტუმრო მუზეუმი ამაყად წარსდგა დამთვალიერებლების წინაშე.
რესტორანი სირაჯხანა დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც ქართველ ისე უცხოელ მომხმარებლებს შორის, შესაბამისად თებერვლის თვეში სირაჯხანა გახდა თებერვლის რჩეული რესტორანი საერთაშორისო უმსხვილეს ტურისტულ ვებ პლატფორმა “tripadvisor” - ის მიერ.
2017 წლის დეკემბრის თვეში, Welcome to georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე, საუკეთესო კონცეპტუალურ რესტორნის ნომინაციაში გამარჯვებულად ღვინის რესტორანი "სირაჯხანა" დასახელდა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე. ელ.ფოსტაზე: hr@museumhotel.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ დეტალურად შეავსოთ მოცემული ველები, ივენთ მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ, ზემოთ მოცემული ნიმუში იდეალურია სტანდარტული ივენთის დასაგეგმად, თუმცა არასტანდარტული მოთხოვნების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე +995 555 698 998
ვახტანგ ორბელიანის 10, 0105, თბილისი, საქართველო
ინდივიდუალური ჯავშნები :
ელექტრონული მისამართი : reservation@museumhotel.ge
ტელეფონის ნომერი : +032 2 244 999
ჯგუფური და კორპორატიული ჯავშნები :
ელექტრონული მისამართი : s.jgarkava@museumhotel.ge
ტელეფონის ნომერი : +995 599 760 609
დაგვიკავშირდით ნებისმიერი შეკითხვის ან სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში. მზად ვართ დაგეხმაროთ და ვიმედოვნებთ რომ ახლო მომავალში გიმასპინძლებთ სასტუმრო მუზეუმში.