MENU

აღმოაჩინე ქართული გასტრონომიის და ღვინის შედევრები თბილისში

სირაჯხანა

სირაჯხანა - სიტყვა რომელიც ძველ ქართულად “ღვინის სახლს” ნიშნავს დღეს არის თანამედროვე ღვინის რესტორანი, საავტორო სამზარელოს კონცეფციით რომლის  იდეაც გვაბრუნებს წარსულის იმ დროში, როდესაც სპარსული გასტრონომია გავლენას ახდენდა ქართულ სუფრაზე და სწორედ ამ ორი განსხვავებული კულტურის ნაზავით იყო შთაგონებული. 


100 სტუმარზე გათვლილი რესტორანი, ცნობილი თავისი გამორჩეული დიზაინით, ყოველ დღე 14:00 საათიდან მასპინძლობს, როგორც დახურულ წვეულებებს ისე ინდივიდუალრ სტუმრებს. რესტორანში ისმის როგორც ფონური ისე ცოცხალი მუსიკა მრავალხმიანი კვარტეტის შესრულებით.

ღვინის რესტორანი სირაჯხანა  მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო დონის მომსახურებას და პროდუქტებს, სირაჯხანა ორიენტირებულია შექმნას ყველასთვის საინტერესო სივრცე, ქართველ სტუმარს შესთავაზოს ძველი დავიწყებული კერძები ახლებური ხედვით და აძლევს საშუალებას ღვინის კულტურას ეზიაროს სომელიეს დახმარებით, რომელიც ყოველ კვირას ახალ ღვინის შეხამების მენიუს ადგენს მათთვის, ამავდროულად სირაჯხანა ცდილობს უცხოელი სტუმრები აზიაროს ქართული სუფრის და გასტრონომიის კულტურას, სთავაზობს ღვინის და კერძების მასტერკლასებს სპეციალური პაკეტებით და სუვენირების კუთხეს, საიდანაც სტუმრებს შეუძლიათ თან წაიღონ ჩვენსავე სამზარეულოში დამზადებული ჯემები, სანელებლები, კომპოტები და ტკბილეულობა.

 

მენიუ 360°

ადრეული ვახშამი  - 30 ლარი

ერთ ჭიქა ღვინოსთნ ერთად  -  38 ლარი

მომსახურების საათები: 03:00pm - 06:00pm

აირჩიე ნებისმიერი კერძი თითო კატეგორიიდან

 

 

 


 

ადრეული ვახშამი - 03:00 pm - 06:00 pm

სამუშაო საათები - 02:00 pm  - 12:00 am

დაჯავშნა - 995 598 810 810

კაფე და რესტორანი

კაფე მუზეუმი